We’re hiring at our location in Tbilisi

TP აკადემია თბილისი-განაცხადების მიღება დაიწყო

სიხარულით გაცნობებთ, რომ კომპანია მეიჯერელის, ახლა უკვე ტელეფერფორმანს საქართველოს (TP) თბილისის ენის აკადემიაში მონაწილეთა მიღება იწყება!

თუ გერმანულ ენას მინიმუმ A2, ან B1 დონეზე ფლობ და გსურს, საერთაშორისო კომპანიაში დასაქმდე, ეს შესაძლებლობა შენთვისაა — შემოგვიერთდი!  პროექტის ფარგლებში, TP ენის აკადემიის თითოეული სტუდენტი გერმანული ენის ცოდნის დონეს 4 თვის განმავლობაში, გამოცდილ ტრენერებთან ერთად, სრულიად უფასოდ აიმაღლებს, კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი, კომპანია TP-ში დასაქმდება. შერჩეული კანდიდატები 4 თვის განმავლობაში, კვირაში 3-ჯერ, 3-3 საათის განმავლობაში, ტელეპერფორმანსის თბილისის ოფისში დაესწრებიან გერმანული ენის ტრენინგებს.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს:

1 — საჭიროების შემთხვევაში კურსის ხანგრძლივობა შეიძლება გაიზარდოს;

2 — TP-ში სამუშაო განრიგი ცვლებადაა დაყოფილი, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შერჩევის პროცესისას მოგეწოდება.

 

მონაწილეების შერჩევის პროცესი 4 ეტაპისგან შედგება:

  • სამოტივაციო წერილებისა და რეზიუმეების გადარჩევა;  
  • მოკლე სატელეფონო ინტერვიუ;
  • გასაუბრება;
  • საბაზისო კომპიუტერული უნარების შემოწმების ტესტი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაიარო რეგისტრაცია და ატვირთო შენი განაცხადი — CV  და სამოტივაციო წერილი (სამოტივაციო წერილი უნდა იყოს წარმოდგენილი  გერმანულ ენაზე და შედგებოდეს მინიმუმ 250 სიტყვისგან). სამოტივაციო წერილი უნდა პასუხობდეს შემდეგ შეკითხვებს:

  • სად და რამდენი ხნის განმავლობაში სწავლობდი გერმანულს?
  • გაქვს თუ არა შეხება გერმანულ ენასთან ამჟამად? თუ კი — რა სახის?
  • რატომ გსურს TP აკადემიის გერმანული ენის კურსზე სწავლა? 
  • რამდენი ხნით განიხილავ TP საქართველოსთან თანამშრომლობას ენის კურსის დასრულების შემდეგ?

გთხოვთ, გაითვალისწინო, რომ სამოტივაციო წერილის გარეშე შენი კანდიდატურა არ განიხილება. განაცხადი არ ჩაითვლება სრულყოფილად, თუ შენი სამოტივაციო წერილი არ პასუხობს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა შეკითხვას. სამოტივაციო წერილის წერისას, დაუშვებელია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რადგან  ტექსტი შენი ენის ცოდნის დონის სწორად განსასაზღვრად გვეხმარება.

თუ გაქვს ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დოკუმენტი, გთხოვთ, დაურთო განაცხადს.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 6 მაისი 2024 წელი. შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლია, მოგვწერო ელ-ფოსტაზე:  geacademy@majorel.com

The company promotes equal employment opportunities and supports the principle of equality in the workplace. Decisions are made based on the applicant's qualifications and not on the basis of race, skin color, nationality, religion, gender, age, sexual orientation, gender identity, marital status, or any other criterion, as stipulated in the Labor Code of Georgia.  

 

At the Company, diversity is a part of our DNA. We are committed to providing equal employment opportunities and creating an inclusive environment for all candidates and employees.  All qualified applicants will receive consideration for employment without regard to sex, race, color, creed, religion, national origin, age, disability status, marital status, pregnancy, sexual orientation, gender identity or expression.

A big team is looking forward to you. Apply here!

Majorel Georgia | Human Resources | Sopio Rukhadze


You are looking for another location or want to learn more about Majorel?
Visit us on majorel.com/career-de.